საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსი დღე-ღამეში 353 ადამიანს დაუდასტურდა.
ჩატარდა 56 555 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 670 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 937 გამოჯანმრთელდა, 9 546 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია 6 203.









