ლაცაბიძე 22 352, კირკიტაძე 21 706 ხმა – ცესკომ შედეგები საბოლოოდ შეაჯამა

რუსთავის N20-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საბოლოოდ შეაჯამა. საოლქო მერის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში 52 212 იყო, რომელთა ხმებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

22 352 – ნინო ლაცაბიძე

21 706 – დავით კირკიტაძე

3 401 – ბექა ლილუაშვილი

1 231 – თორნიკე არევაძე

751 – ვაჟა ბახტურიძე

408 – ელგუჯა ქოჩიაშვილი

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, რუსთავში მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. შესაბამისად, 30 ოქტომბერს, მეორე ტურში რუსთავის მერობისთვის ერთმანეთს დავით კირკიტაძე და ნინო ლაცაბიძე დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის საბოლოო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ოქმში შეტანილ მონაცემებს არ დაეთანხმა კომისიის ორი წევრი, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია ლელოს წარმომადგენელი.