მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესეულებაშია გადმოყვანილი[ვიდეო]

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მესამე პრეზიდენტი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადმოყვანილი.რუსთავში იმყოფება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ამ წუთებში მესამე პრეზიდენტს ხვდება.

ამასთან, სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე, სავარაუდოდ, დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გავრცელდა.

„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს  მესამე პრეზიდენტმა დღეს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ საქართველოში დაბრუნდა. ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერიც, სადაც ირწმუნებოდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. დღის განმავლობაში, ბრიფინგები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობდნენ, რომ ვიდეოჩანაწერი “ფეიკი” იყო და სააკაშვილს არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვარი არ ჰქონდა გადაკვეთილი.