“პატრიოტთა ალიანსი”: რუსთავში ყველა უბანზე დავაფიქსირეთ სხვადსხვა სახის დარღვევები[ვიდეო]

“პატრიოტთა ალიანსის” რუსთავის მერობის კანდიდატმა თორნიკე არევაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. კანდიდატმა რუსთავში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა , რომ კონკრეტულ უბნებზე დარღვევები ფიქსირდება.

“კამპანია მიდის დიდი დარღვევებით, ყველა უბანზე დავაფიქსირეთ სხვადსხვა სახის დარღვევები. როცა შედიან ამომრჩევლები და აფიქსირებენ არჩევანს, რიგის  მომწესრიგებლები ხმამაღლა აცხადებენ სახელსა და გვარს და კოორდინატორები,  რომლებიც ტექნიკით, ყურსასმენებით და მიკროფონებით არიან აღჭურვილი, იწყებენ ამ სახელის და გვარების გადაცემას. აწვდიან ამ ინფორმაციას, რაც დიდი დარღვევაა და არ არის ამომრჩევლის ნების გამოხატვა”- განაცხადა თორნიკე არევაძემ.