საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაციაში ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.