ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით სამიზნე ჯგუფების 19%-ია აცრილი, ერთეჯრადად ვაქცინირებულთა რიცხვი 40 000-ს აღწევს, რაც მოსახლეობის 13%-ია.
რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან იმუნიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რუსთავში, სადაც მოსახლეობის 30% მინიმუმ კოვიდვაქცინის ერთი დოზით არის აცრილი.
სრულად ვაქცინირებულია ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 22%, რაც რიცხობრივად 20 000-მდე ადამიანს ნიშნავს, 16 000 -მდე პირი კი კოვიდ ვაქცინის ორივე დოზით უკვე აიცრა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ ხუთი კლინიკა ფუნქციონირებს, სადაც იმუნიზაციის ცენტრია მოწყობილი, მუშაობს ასევე ავტობუსებში მოწყობილი სამი მოძრავი ამცრელი პუნქტი.