8 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, წიფორი, ნახიდური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათი, ბორბალო, წინწყარო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, ბოტანიკა, კალინინო, ქესალო და მიმდებარე სოფლებში.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.