რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის კონკურსის”ჩემი რუსთავი” საპრიზო ადგილები გამოვლინდა[ვიდეო]

რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის კონკურსში “ჩემი რუსთავი” საპრიზო ადგილები გამოვლინდა. კონკურსს, რომელში მონაწილეობასაც 32 რუსთაველი იღებდა, ოთხი გამარჯვებული ჰყავს.

სოციალურიი ქსელის რჩეული გიორგი ხაჭაპურიძე გახდა, პირველ საპრიზო ადგილი მერაბ თავაძის ნამუშევარმა დაიკავა, მეორე ადგილი ირაკლი ტყემალაძეს ერგო, ხოლო ოჯახის რჩეული ნიკა ბუბაშილია.

კონკურსანტების ფოტო გამოფენა ქალაქის თეატრის უკან, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.  სახლეოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა, პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს კონკურსის ფარგლებში დაწესებული პრიზები გადსაცა, რაჟდენ გაბრიჭიძის ოჯახის რჩეული კი ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. ფოტოკონკურსი ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად ჩატარდება და სხვა პრიზებთან ერთად, პირველი ადგილის მფლობელს რუსთაველი ფოტოგრაფის რაჟდენ გაბრიჭიძის სკულპტურა გადაეცემა.