რუსთავის თეატრი სეზონს ხსნის[ვიდეო]

რუსთავის თეატრი სეზონს ხსნის. 2021-2022 წლის სეზონის პირველი სპექტაკლი ქალაქის თეატრში 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაანონსდა. თეატრი სეზონს სპექტაკლით “ბუნკერი [21\1]” გახსნის. რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. ბილეთის ფასი 10 ლარს შეადგენს. დასაჯავშნათ შეგიძლიათ მისწეროთ თეატრის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდს ან დარეკოთ ნომერზე 577 25 40 47.