რუსთავის ოთხ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

რუსთავის ოთხი სკოლის ექვსი კლასი კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა.  როგორც TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, ვირუსის შემთხვევები დადასტურდა N11, 21, 23, 25 სკოლებში.

ადგილობრივი რესურცენტრის ცნობით, N25-ე სკოლაში კორონავირუსი დაწყებითი საფეხურის პედაგოგს დაუდასტურდა.

ქალაქის მასშტაბით სხვა სკოლებში სწავლა ტრადიციული მოდელით, აუდიტორიებში გრძელდება. დისტანციურ სწავლებაზე განაცხადი, არავის გაუკეთებია და ონლაინ მოდელი არც  ცალკეულათ მასწავლებლებს მოუთხოვიათ.