სკოლები და ბაღები – გეგმავს თუ არა მთავრობა რეგულაციების გამკაცრებას

გეგმავს თუ არა მთავრობა სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით, რეგულაციების დაწესებას- დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,  საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

როგორც გაბუნია ამბობს, მნიშვნელოვანია სკოლებში რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულდეს და  მთავრობა ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღებას არ გეგმავს.

“სკოლებში რეგულაციები, ის რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ.

რაც შეეხება ბაღებს, წესების დაცვა და ვაქცინაცია იმ პერსონალის, ვინც ბავშვებთან მუშაობს, არის მნიშვნელოვანი.  სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა,  რადგან იქ დისტანციური მუშაობა აბსურდია და ამაზე არ ვლაპარაკობთ.  სკოლები გააგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, ისე როგორც არის” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.