შსს-მ რუსთავის მეტალურგიაში გარდაცვლილი მუშის საქმეზე გამოძიება დაიწყო

რუსთავის მეტალურგიაში გარდაცვლილი მუშის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსრკ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, 60-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც.