15 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს

10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, დიდი მუღანლო, კაპანახჩი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:10 საათამდე აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, რუსთაველის, კონსტიტუციის, სარაჯიშვილის, არაყიშვილის, წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, აღმაშენებლის, სიხნოს, პიონერის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.