რუსთავში 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე საკუთარი ხმა 34 626-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლების 32.39%-ია.
რუსთავში სულ 106 895 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით აქტივობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა.
„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.







