29 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათვე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, ზვარეთი, აკაურთა, ქვეში და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე ბოლნისში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.