COVID-19-ით 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 490 შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 056, ხოლო გარდაიცვალა 25 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 133 ქვემო ქართლში გამოვლინდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.