N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა[ვიდეო]

რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზა გარდაბნის მიმართულებით გადაკეტა და ავტომილების მოძრაობა შეზღუდულია.

N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. საპატიმროსთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.