რუსთავში, N4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი წითელი ჯვრის საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.
გახსნის ღონისძიებას ხელისუფლების და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შესაბამის უწყებებში აცხადებენ, რომ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით. პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები, ადგილზე იფუნქციონირებს შოკის ოთახიც.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციისთის, იმუნიზაციის ცენტრი სკოლის ძირითადი ნაწილისგან იზოლირებულია.