დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან[ვიდეო]

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის”ოფისთან. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ენმ-ს ოფისთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მივიდნენ.
მათივე განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა იყო მერობის კანდიდატის მიმართაც, რა დროსაც დავით კირკიტაძეს პარტიის ერთ-ერთი წევრი გადაეფარა და დაშავდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.