მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში 50-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევისათვის სურსათის 20-მდე ნიმუში აიღეს, რომელთაგან 4 შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევისთვის ობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა Tv4-ს განუცხადა, დარღვევები გამოვლინდა რუსთავშიც. კრიტიკული შეუსაბამობისთვის დაჯარიმდა ერთ-ერთი სასურსათო ობიექტი.