რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, სწავლა გაერთიანების ყველა ფილიალში დაიწყება.
ბავშვებისათვის, გარდა პერსონალისა, დაწესებულებაში პირბადის გამოყენება სავალდებულო არ იქნება.
რუსთავის ბაღებში დასაქმებული ადამიანების 60% ვაქცინირებულია და იმუნიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლებსა და ბაღებში ქვეყნის მასშტაბით სწავლა დღეს განახლდა.