რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიისა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გადაანაწილეს ასევე, რომელი სამსახური ვის დაქვემდებარებასი იქნება.
სამასახურები მერის და მისი სამი მოადგილის დაქვემდებარებაში გადანაწილდა.
- რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის დაქვემდებარებაში იქნება, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, მერიის შიდა აუდიტი და ა(ა)იპ “, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი”.
- პირველი მოადგილე კახა გურული – არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური, ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება”, ა(ა)იპ “რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება”, შპს “ხუროთმოძღვარი”, ა(ა)იპ “რუსთავის ისტორიული მუზეუმი”.
- ბესიკ ტოგონიძის დაქვემდებარებაშია- ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური, საფინანსო – საბიუჯეტო სამსახური, ა(ა)იპ ” რუსთავსერვის ცენტრი”, ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსი”, ა(ა)იპ “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი”, შპს “სამშენებლო მასალები”, შპს “რუსთავის ნაგავსაყრელი”, შპს “გემა”, შპს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო.
- რუსთავის მერის ახალი მოადგილე, ოთარ ტატალაშვილი – მერიის აპარატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“, ა(ა)იპ “რუსთავის მოხუცებულთა სახლი”, ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი”, ა(ა)იპ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი”, ა(ა)იპ “რუსთავის მუნიციპალური არქივი”, შპს საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”, შპს “კანისა და ვენერიული დაავადების დისპანსერი”, შპს “საკალათბურთო კლუბ რუსთავი” .