30 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონი სსოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათი, რეხა, კოხტა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ქოლაგირი, არქევანი, დიოკნისი, ალავარი, ცურტავი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;

12:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, მეგობრობის, ლესელიძის, სტამბულის ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 14:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, ლემშვენიერა, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.