რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ბიუჯეტი პროექტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა საკრებულოში და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ქალაქს მომავალ წელს ბიუჯეტში 60%-იანი ზრდა ექნება და რუსთავის ბიუჯეტი 81  200 000 ლარით განისაზღვრება.

2021 წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამაში. იწყება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამარგრება-რეაბილიტაცის პროექტის განხორციელებაც.

როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება.  ნახევარ მილიონამდეა გაზრდილი მკურნალობის დაფინანსებისთვის განსაზღვრული საწყისი თანხა,  გაორმაგებულია წამლების დაფინანსების პროგრამა.

150 პროცენტითაა გაზრდილი სტუდენტების სწავლის დაფინანსება,  2022 წლიდან, მუნიციპალიტეტი ბაკალავრიატის გარდა, მაგისტრატურის და დოქტურანტურის საფეხურსაც დააფინანსებს. სიახლეა მოსწავლეებისთვისაც, მომავალი წლიდან ყველა რუსთაველი ოქროსმედალოსანი მერიისგან 500 ლარიან ჯილდოს მიიღებს.

დაფინანსება გაზრდილია მინიმალური სასურსათო პროგრამის ბიუჯეტშიც, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო კალათის  გაუმჯობესებას მოხმარდება. გაზრდილია აუტიზმის სპექტრის  მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსებაც.

მოსახლეობის თანამონაწილეობის გარეშე დაფინანსდება რუსთავის კორპუსის ყველა ის პროექტი, რომელიც უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის პროექტში, სიახლეებია გათვალისწინებული ქალაქის კულტურული  ცხოვრების გამრავალფეროვნების კუთხითაც.

81 მილიონი ლარი, რომელიც ქლალქის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის დღეს დაამტკიცა რუსთავის საკრებულომ, ქალაქის ბიუჯეტის სასტარტო თანხაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში კიდევ  გაიზრდება.