რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი – ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა[ვიდეო]

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ ბრიფინგი გამართა. როგორც ქალაქის პირველმა პირმა განაცხადა, მთავარი პრიორიტეტი რუსთაველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მოსახლეობის სოციალური პრობლემებზე სწორი რეაგირებაა. მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი რუსთავს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, კერძოდ 2021 წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოციალური პროგრამების ბიუჯეტიც.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ახალი პრიორიტეტია რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.ქალაქის მერის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, 2022 წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. დღესვე ლაცაბიძემ მერის ახალი მოადგილე წარადგინა. რუსთავის მერის მოადგილის პოსტს ოთარ ტატალაშვილი დაიკავებს.