ხვალ ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ისიონის უბანი, სართიჭალა, მარტყოფი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ტეთრიწყაროს რაიონის სოფლებში საღრაშენი, ჩხიკვთა, ბოგვი, წინწყარო, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ბათუმის, ოსტროვსკის, სარაჯიშვილის, ქაშაკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.