ტროტუარების მოწყობის სამუშაოების დაუდევრად შესრულებას რუსთავის მერი გამოეხმაურა

მე-7 მიკრორაიონში ტროტუარების მოწყობის სამუშაოების დაუდევრად შესრულებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

როგორც მიმართვაში ქალაქის მერი აცხადებს, მსგავსი შემთხვევები მკაცრად გაკონტროლდება და გულგრილი დამოკიდებულებებისთვის მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

“ეს არის გულგრილობის, დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის კარგი მაგალითი როგორც მერიის ისე კერძო კომპანიის, რომლებიც ასრულებდნენ ამ სამუშაოებს. არცერთი ესეთი გულგრილობა არ დარჩება ჩემი ყურადღების მიღმა და პირადად ვივლი ყველგან. ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ შესაბამის სამსახურებში მომუშავე ადამიანები მიიღებენ მკაცრ გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში დატოვებენ სამსახურებს,” – აცხადებს მიმართვაში ნინო ლაცაბიძე.

ცნობისთვის, მე-7 მიკრორაიონის N25, 26 და 27 კორპუსებთან ინსფრასტრუქტურულ სამუშოებს  შპს “ლოგი” ასრულებს.