როგორია ეპიდვითარება რუსთავის სკოლებსა და ბაღებში

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რუსთავის სკოლების ნაწილი საწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს, დაკეტილია ბაგა-ბაღების გაერთიანების სამი ფილიალი.

ადგილობრივ რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საგავკეთილო პროცესს ონლაინ მოდელით აგრძელებს სამი საჯარო  სკოლა და ჰიბრიდულ მოდელზე მყოფი სკოლების  35-მდე კლასი.

რაც შეეხება სააღმზრდელო დაწესებულებებს, ბაგა-ბაღების გაერთიანების ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები, როგორც ბავშვებში, ასევე პერსონალში ფიქსირდება.