რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა[ვიდეო]

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. როგორც რუსთავის მერის მოადგილემ, ბესო ტოგონიძემ TV4-ს განუცხადა, დავით ბეგაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას. როგორც ცნობილია დავით ბეგაშვილმა გათავისუფლების მოთხოვნით, განცხადება დღეს დაწერა.

ინფორმაციისთვის, დავით ბეგაშვილი რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 2007 ხელმძღვანელობდა.