რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, მათთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა.
ინფორმაციისთვის, ენმ-ს წევრები ხუთი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს.