ქალაქის საკრებულომ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განხილვა დაიწყო. ამ წუთებში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე განიხილება. ქალაქს მომავალ წელს ბიუჯეტში 60%-იანი ზრდა ექნება და რუსთავის ბიუჯეტი 81 200 000 ლარით განისაზღვრება.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურა იქნება. 17 მილიონი იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მათ შორის 2 მილიონი ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოიყოფა. გაზრდილია თანხები ასევე, სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებითაც.