სტუდენტების სწავლის დაფინანსება 150 პროცენტით არის გაზრდილი

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, 150 პროცენტით არის გაზრდილი სტუდენტების სწავლის დაფინანსება.

კერძოდ,  მუნიციპალიტეტი ბაკალავრიატის გარდა, მაგისტრატურის და დოქტურანტურის საფეხურსაც დააფინანსებს. 2022 წლიდან მაგისტრატურის სტუდენტებს მერია ერთჯერადად 500 ლარიან დახმარებას გაუწევს. მერია ერთჯერადად დაეხმარება მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს  (მაგისტრანტს 85 ქულა და მეტი უნდა ჰქონდეს)

სიახლეა მოსწავლეებისთვისაც, მომავალი წლიდან ყველა რუსთაველი ოქროსმედალოსანი მერიისგან 500 ლარიან ჯილდოს მიიღებს.