ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმებიც. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთელობისთვის. წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას – ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.