დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის დაფინანსება 3 მილიონი ლარით გაიზარდა.

დმანისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხებია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ხელფასების 45%-იანი ზრდის მიმართულებით. ასევე თანხები გამოიყოფა ტრანსპორტის, სპორტისა და კულტურისთვისაც.

ბიუჯეტის პროექტს  მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.