რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ჯამში ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტით -28 მილიონი ლარია განსაზღვრული.
ამასთან, 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამაში. იწყება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამარგრება-რეაბილიტაცის პროექტის განხორციელებაც.
რუსთავის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.