TV4 აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

 ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 აცხადებს  ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

საქმიანობის აღწერა:

სატელევიზიო მასალების მომზადება – ნიუსი, რეპორტაჟი, ინტერვიუ.

კანდიდატს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

აუცილებელი მოთხოვნები:

აუცილებელია გასვლით ღონისძიებებზე, ანონსი/ბრიფინგი/აქცია მუშაობის გამოცდილება, რაც გულისხმობს ნიუსის ადგილიდან მოწოდების სისხარტესა და ხარისხის შენარჩუნების უნარს.
მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ბეჭდურ ან სატელევიზიო მედიაში, ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი , 2022 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: kvemokartli.telecompany@gmail.com

შემოუერთდი TV4-ის გუნდს.