ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში იმყოფებოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ დოზით” რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად აიცრა. ნათია თურნავასთან ერთად ვაქცინაცია „რუსთავის აზოტში“ დასაქმებულმა ასამდე ადამიანმა ჩაიტარა. თურნავა 29 ოქტომბერს საწარმოს თანამშრომლებსაც შეხვდა.

ინფორმაციისთვის, არცერთი აქტივობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ინფორმაცია TV4-ს არ მიაწოდა. უწყებამ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს მინისტრის ქალაქში ვიზიტის შესახებ ანონსი არ გამოუგზავნა.