გარდაბანში საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება აქტიუარად მიმდინარეობს [ვიდეო]

დილიდან ქალაქ გარდაბანში წინა საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება აქტიუარად მიმდინარეობს.

ადგილზე უკვე დამონტაჟდა სცენა, მოეწყო საახალწლო სოფელი და სანტას კუთხე ბავშვებთან შესახვედრად.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები, დღის ბოლოს კი გარდაბნელებს ქართული ესტრადის ცნობილი სახეების მონაწილეობით გალა კონცერტი ელოდებათ, ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.