პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ.