გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. საახალწლო ნობათი და ტკბილეული შეჭირვებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნობათი სულ 280 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა.