რუსთავში კოვიდკლინიკები დატვირთულია – 73 პაციენტი მკურნალობს კლინიკა “რუსთავში”, 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო 50-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს.
ჰოსპიტალური სექტორი მაღალი დატვირთვით მუშაობს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშიც. კლინიკაში დატვირთულია როგორც თერაპიული განყოფილება, ასევე რეანიმაცია.
ადგილობრივი მედიკოსების ცნობით, პაციენტების ძირითადი რაოდენობა 50-დან 70- წლამდე ასაკობრივ კატეკორიას ეკუთვნის.
ბოლო ერთ კვირაში, კორონავირუსი რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 33 ბავშვს დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, კოვიდადასტურებული პაციენტების უმრავლესობას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.