კაცმა შვილი და ცოლი მოკლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ ჭარნალში მოხდა.  არსებული ინფორმაციით, მოკლულია 22 წლის ბიჭი და მისი დედა. მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სახლში კაცის კიდევ ერთი შვილი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოასწრო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.