რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური განთავსდება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური განთავსდება.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სააგენტოს პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, 2022 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური გადაეცემა.

მათივე ცნობით, ახალი სადგურების განთავსება იგეგმება ბათუმსა და ფოთში, ქუთაისსა და ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, ახალციხესა და მესტიაში.

პროექტის ღირებულება 2 000 000 ევროს შეადგენს და  3 მიმართულებას მოიცავს:

  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება;
  • ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა;
  • ჰაერის ხარისხის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

სააგენტოში აცხადებენ, რომ 8 ახალი სადგურისა და 1 მობილური სადგურის ამოქმედება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.