რუსთავში 26 და 30 დეკემბერს კონცერტები გაიმართება

რუსთავში 26 და 30 დეკემბერს წინასაახალწლო კონცერტები გაიმართება.

26 დეკემბერს კონცერტი რუსთავის  თეატრის სკვერში 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე რუსთაველების წინაშე ჯგუფი  “FRANI” და “GELA GNOLIDZE & BAND” წარდგებიან. 30 დეკემბერს კონცერტი ჩატარდება,  რუსთავის ახალგაზრდობის პარკში, სადაც გამომსვლელები “REGGAON” და “GOOFY LAND” იქნებიან. კონცერტი ასევე 18:00 საათზე გაიმართება.

კონცერტები საზოგადოება “რუსთაველების” ორგანიზებით გაიმართება.