საქართველო 3 562 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი 193

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში გარდაიცვალა 63 პაციენტი. რაც შეეხება ქვემო ქართლს, რეგიონში კოვიდვირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 470 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,06%, ბოლო 14 დღის – 8,22%, ბოლო შვიდი დღის – 7,91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 879 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 822 108 გამოჯანმრთელდა, 12 582 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 276 478 აცრა, დღიურად აცრილია 10 660.