ძლიერი დაკვამლიანება მეტალურგიის ტერიტორიაზე

ძლიერი დაკვამლიანება მეტალურგიის ტერიტორიაზე. რუსთავის ცაზე შავი კვამლი, სავარაუდოდ, მეტალურგიის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

TV4-ის  ინფორმაციით, ცეცხლი ძველ საბურავებს გაუჩნდა,  რომელიც დაახლოებით 800 კვადრატულ მეტრ  ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

საკითხთან დაკავშირებით, მეტალურგიის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ვერ გვაწვდის. მისი თქმით,  არასამუშაო დღეების გამო არ აქვს ინფორმაცია და გადამოწმებასაც ვერ მოახერხებს.

TV4-ის საინფორმაციო სამსახური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისსტროს დაუკავშირდა. მათი თქმით, დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე რეაგირებას ვერ ახდენენ, რადგან  უცნობია ვის მიერ არის გაჩენილი ხანძარი.

” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონილი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქ.#12-ში, საბურავების წვის ფაქტზე, შედგა აქტი. მიმდინარეობს საქმისწარმოება. ფაქტზე გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.” – განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში .