კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 3 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 153 ტესტი,ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,07%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 6,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 916 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 869 411 გამოჯანმრთელდა, 13 221 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 414 722 აცრა, დღიურად აცრილია 13 878. ქვემო ქართლში დღიურად 649 ადამიანმა გაიკეთა კოვიდვაქცინა.