კორონავირუსი: საქართველო 1 661 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი 79

საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 69 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 79 ქვემო ქართლს უკავშირდება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 741 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,07%, ბოლო 14 დღის – 5,93%, ბოლო შვიდი დღის – 5,21%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 924 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 881 863 გამოჯანმრთელდა, 13 512 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 463 409 აცრა, დღიურად აცრილია 6 969.