მიმდინარე წლის იდეების კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდა [ვიდეო]

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგზარდობის განვითარების ცენტრში 2021 წლის იდეების კონკურსში წარდგენილი ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.

კონკურში სულ შვიდი ინიციატივა შევიდა და მათგან ჟიურის წევრებმა 3 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს.

ეკოლოგია, არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული პროგრამები  – კონკურსანტებმა იდეები ამ მიმართულებით წარადგინეს.

გამარჯვებული პროექტები 2022 წელს განხორციელდება.