ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის 93 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის 93 შემთხვევაა დადასტურებული.

„როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გავრცელდება, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გზა არის ერთი. მგონი, ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყო დაცულები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია და არ არის აცრილი, მათი ინფიცირების შემთხვევაში სა,მედიცინო სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება.